Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე

          ტრენინგის მეცხრე დღეს წარვადგინე პროექტი.მოვისმინე თეთრი და შავი პიარი . გავითვალისწინე შენიშვნები  და რეკომენდაციები, რომლის შემდეგაც შევასწორე ჩემი პროექტი და გამოვაქვეყნე. სხვასაც მივეცი შენიშვნები და რეკომენდაციები.
     ტრენინგი კარგი და ძალიან საინტერესო იყო  ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე, რაც დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. ყოველივე ამას ხელი შეუწყო ტრენერის მუშაობამ.
    წარმატებას ვუსურვებ ყველა პროექტში ჩართულ მასწავლებელს და ტრენერს.

Saturday, March 12, 2016

მერვე დღე

           ტრენინგის მერვე დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,  რასაც გამოვიყენებ  მუშაობის პროცესში. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის განახლებაზე. განვიხილეთ სტრატეგიების განხორციელება. ვისწავლეთ პორტფოლიოს ბლოგში გამოქვეყნება და გაზიარება. გავიგეთ და გავინაწილეთ თეთრი და შავი პიარის ფუნქციები. დავამუშავეთ ბროშურები ჩვენი თემის მიხედვით.  კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფასების  კრიტერიუმები.

Sunday, March 6, 2016

მეშვიდე დღე

  ტრენინგის მეშვიდე  დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. აქ მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.  გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას სსსმ მოსწავლე, არაქართველ და ძლიერ მოსწავლეებთან მუშაობას.
       გვეცანით და განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია და გარდნერის მატრიცა.
     გავაანალიზეთ თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები და განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების ნიმუშები.  აქ მიღებული ინფორმაციით  დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.

Saturday, March 5, 2016

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.  ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე და შესაბამისად მოვარგე ჩემს თემას.
  გავაანალიზე ,,ტექნოლოგიების ინტერგრირება" და ,, სწავლის პროცესი" დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა, თვითშეფასება და ჯგუფური.
   ბლოგში გავაკეთეთ კომენტარები და გამოვაქვეყნე.  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და განვაახლე ინფორმაცია დისკზე.

Sunday, February 28, 2016

მეხუთე დღე

  ტრენინგის მეხუთე დრე ჩემტვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგზე მირებული ინფორმაცია დამეხმარება ვიმუშაო გეგმის შედგენასა და დახვეწაზე. გავეცანი საავტორო უფლებებს, რომლის დაცვით  გადმოვწერე ინფორმაცია, რაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში. ტრენინგზე მუშაობის პროცესში ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება, დიაგრამის ჩასმა, სმარტ არტის ჩასმა. ვიდეოს ჩამოტვირთვა და შესაბამისად და პრეზენტაციაში ჩასმა.   გავეცანი დოკუმენტების გაზიარებას და შევავსე ელ  ცხრილი.

Saturday, February 27, 2016

მეოთხე დღე

     პრეზენტაციის მეოთხე დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე  სტანდარტები და მიზნები. შევიმუშავე   შეფასების დროის ჩარჩო  თემის მიხედვით. შევინახე დამუშავებული პროექტი  დისკზე,შემდეგ გავეცანი პრეზენტაციის მოთხოვნებს რის დახმარებითაც შევქმენი თემის პრეზენტაცია,რომელიც ჩავაშენე ბლოგზე. საინტერესო იყო პრეზენტაციის შექმნა და შეფასების დროის ჩარჩო ,რომელიც გასაგებად აგვიხსნა ტრენერმა დ სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.


Sunday, February 21, 2016

მესამე დღე

 ტრენინგის მესამე დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იყო.  მოვიძიე და გადმოვწერე სტანდარტები,  შესაბამისად გამოვიყენე ჩემს პროექტში. ასევე შევიმუშავე 21_ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგე პროექტის გეგმას; გავეცანი საკვანძო კითხვებს თემის შესაბამისად   თემატური კითხვები მოვარგე ჩემს პროექტს. ძალიან მომეწონა საკვანძო კითხვებზე მუშაობა.  

Sunday, February 14, 2016

მეორე დღე

       2016 წლის 14 თებერვალს მქონდა ტრენინგის მეორე დღე.   რომელიც ჩემთვის იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. გავეცანით  და განვიხილეთ პროექტების მახასიათებლებს და მიღებული ინფორმაციით დავიწყე პროექტის გეგმის დაწერა.
                     

Saturday, February 13, 2016

პირველი დღე

       2016 წლის 13 თებერვალს დავესწარი ისტ ტრენინგს. პირველი დღის თემა იყო პრაქტიკით სწავლება.ტრენერი გასაგებად და საინტერესოდ ხსნიდა მოცემულ თემას. თემა არის საინტერესო და სასწავლო პროცესში გამოყენებადი.ტრენერმა თითოეული პუნქტი გასაგებად და საინტერესოდ ახსნა,პარალელურად გავიხსენეთ წინა მოდულში შესწავლილი თემები, რითაც საინტერესო გახადა პროექტზე მუშაობის დაწყება.ასეთი სამუშაოები,ჩემი აზრით, მოტივაციას აუმაღლებს მოსწავლეებს და დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან პროექტის დამუშავებაში. იმედი მაქვს შემდეგ დღეებში უფრო მეტს გავიგებ და შევძლებ კარგი პროექტი შევქმნა.