Sunday, February 28, 2016
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დრე ჩემტვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგზე მირებული ინფორმაცია დამეხმარება ვიმუშაო გეგმის შედგენასა და დახვეწაზე. გავეცანი საავტორო უფლებებს, რომლის დაცვით გადმოვწერე ინფორმაცია, რაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში. ტრენინგზე მუშაობის პროცესში ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება, დიაგრამის ჩასმა, სმარტ არტის ჩასმა. ვიდეოს ჩამოტვირთვა და შესაბამისად და პრეზენტაციაში ჩასმა. გავეცანი დოკუმენტების გაზიარებას და შევავსე ელ ცხრილი.
Saturday, February 27, 2016
მეოთხე დღე
პრეზენტაციის მეოთხე დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე სტანდარტები და მიზნები. შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო თემის მიხედვით. შევინახე დამუშავებული პროექტი დისკზე,შემდეგ გავეცანი პრეზენტაციის მოთხოვნებს რის დახმარებითაც შევქმენი თემის პრეზენტაცია,რომელიც ჩავაშენე ბლოგზე. საინტერესო იყო პრეზენტაციის შექმნა და შეფასების დროის ჩარჩო ,რომელიც გასაგებად აგვიხსნა ტრენერმა დ სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
Sunday, February 21, 2016
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იყო. მოვიძიე და გადმოვწერე სტანდარტები, შესაბამისად გამოვიყენე ჩემს პროექტში. ასევე შევიმუშავე 21_ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგე პროექტის გეგმას; გავეცანი საკვანძო კითხვებს თემის შესაბამისად თემატური კითხვები მოვარგე ჩემს პროექტს. ძალიან მომეწონა საკვანძო კითხვებზე მუშაობა.
Sunday, February 14, 2016
მეორე დღე
2016 წლის 14 თებერვალს მქონდა ტრენინგის მეორე დღე. რომელიც ჩემთვის იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. გავეცანით და განვიხილეთ პროექტების მახასიათებლებს და მიღებული ინფორმაციით დავიწყე პროექტის გეგმის დაწერა.
Saturday, February 13, 2016
პირველი დღე
2016 წლის 13 თებერვალს დავესწარი ისტ ტრენინგს. პირველი დღის თემა იყო პრაქტიკით სწავლება.ტრენერი გასაგებად და საინტერესოდ ხსნიდა მოცემულ თემას. თემა არის საინტერესო და სასწავლო პროცესში გამოყენებადი.ტრენერმა თითოეული პუნქტი გასაგებად და საინტერესოდ ახსნა,პარალელურად გავიხსენეთ წინა მოდულში შესწავლილი თემები, რითაც საინტერესო გახადა პროექტზე მუშაობის დაწყება.ასეთი სამუშაოები,ჩემი აზრით, მოტივაციას აუმაღლებს მოსწავლეებს და დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან პროექტის დამუშავებაში. იმედი მაქვს შემდეგ დღეებში უფრო მეტს გავიგებ და შევძლებ კარგი პროექტი შევქმნა.
Subscribe to:
Posts (Atom)