Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე

          ტრენინგის მეცხრე დღეს წარვადგინე პროექტი.მოვისმინე თეთრი და შავი პიარი . გავითვალისწინე შენიშვნები  და რეკომენდაციები, რომლის შემდეგაც შევასწორე ჩემი პროექტი და გამოვაქვეყნე. სხვასაც მივეცი შენიშვნები და რეკომენდაციები.
     ტრენინგი კარგი და ძალიან საინტერესო იყო  ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე, რაც დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. ყოველივე ამას ხელი შეუწყო ტრენერის მუშაობამ.
    წარმატებას ვუსურვებ ყველა პროექტში ჩართულ მასწავლებელს და ტრენერს.

Saturday, March 12, 2016

მერვე დღე

           ტრენინგის მერვე დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,  რასაც გამოვიყენებ  მუშაობის პროცესში. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის განახლებაზე. განვიხილეთ სტრატეგიების განხორციელება. ვისწავლეთ პორტფოლიოს ბლოგში გამოქვეყნება და გაზიარება. გავიგეთ და გავინაწილეთ თეთრი და შავი პიარის ფუნქციები. დავამუშავეთ ბროშურები ჩვენი თემის მიხედვით.  კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფასების  კრიტერიუმები.

Sunday, March 6, 2016

მეშვიდე დღე

  ტრენინგის მეშვიდე  დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. აქ მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.  გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას სსსმ მოსწავლე, არაქართველ და ძლიერ მოსწავლეებთან მუშაობას.
       გვეცანით და განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია და გარდნერის მატრიცა.
     გავაანალიზეთ თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები და განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების ნიმუშები.  აქ მიღებული ინფორმაციით  დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.

Saturday, March 5, 2016

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.  ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე და შესაბამისად მოვარგე ჩემს თემას.
  გავაანალიზე ,,ტექნოლოგიების ინტერგრირება" და ,, სწავლის პროცესი" დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა, თვითშეფასება და ჯგუფური.
   ბლოგში გავაკეთეთ კომენტარები და გამოვაქვეყნე.  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და განვაახლე ინფორმაცია დისკზე.